აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გრძელდება ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის 2-წლიანი პროგრამა (English Access Microscholarship Program) ზუგდიდში.
„ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა”-ს (English Access Micro-scholarship Program – Access) უკვე მრავალი წელია (2010 წლიდან) ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი („პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“). ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორი გახლავთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ზუგდიდის ოფისი. პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან. პროგრამაში ჩართული ბავშვები ინგლისური ენის შესწავლესთან ერთად განივითარებენ ლიდერის თვისებებს, შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ თავიანთი უნარ-ჩვევები, დაისახონ მიზნები და ჰქონდეთ სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიალურად გამოვლენისკენ. პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს (420 კონტაქტურ სასწავლო საათი).
პირველი სემესტრი: ოქტომბერ -დეკემბერი 2022მეორე სემესტრი: იანვარ -ივნისი 2023მესამე სემესტრი: სექტემბერ-დეკემბერი 2023მეოთხე სემესტრი: იანვარ-ივნისი 2024
25 მონაწილის არჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩეული მოსწავლეები გადანაწილდებიან ორ ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე, ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 13-ს. პროგრამის მონაწილეებს ორსაათიანი ინგლისურის გაკვეთილები ჩაუტარდება კვირაში სამჯერ, არასასკოლო საათებში.
თვეში ერთხელ, მონაწილეებისთვის დაიგეგმება სწავლების გასამდიდრებელი აქტივობა (Enrichment activity), რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეხვდებიან მოწვეულ სტუმრებს, ნახავენ და განიხილავენ საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით ფილმებს, მონაწილეობას მიიღებენ მოხალისეობრივ ღონისძიებებში, შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ ჩართვა გააკეთონ აქსეს პროგრამის მოსწავლეებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ა.შ.
ყოველი წლის ივლისის თვეში, მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდებათ საზაფხულო სკოლა. 5 დღის განმავლობაში, ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში, რაც მთლიანად ორიენტირებული იქნება სასწავლო ინფორმაციის მარტივად და ახლებურად აღქმაზე. ერთი დღე დაეთმობა ექსკურსიას. ორწლიანი პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ამერიკის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერთიფიკატები.
Access პროგრამის კურიკულუმში ყურადღება მახვილდება სამ ძირითად ასეპქტზე: 1) ენობრივი კომპეტენციების განვითარება; 2) თვალსაწიერის გაფართოება, და 3) პიროვნული განვითარება.
რამდენიმე წელია აქსეს პროგრამაში „ნეშენალ ჯეოგრაფიკის“ ინოვაციური სახელმძღვანელოები „Pathways“ (https://eltngl.com/sites/pathways/about) გამოიყენება. წიგნს გააჩნია უნივერსალური ონლაინ პლატფორმა, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უამრავი ფუნქციის გამოყენება შეუძლიათ. მსგავსი შესაძლებლობა, განსაკუთრებით ონლაინ სწავლების პირობებში, უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა. პროგრამის ფარგლებში შემუშაველებული კურიკულუმი მოიცავს დეტალურ საგაკვეთილო გეგმებს, რომელიც პროგრამის მასწავლებელს საგრძნობლად უადვილებს გაკვეთილების ჩატარებას ინოვაციური, კომუკაციური და მოსწავლეზე ორინტირებული მეთოდების გამოყენებით.