საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" მიმდინარე პროექტის "სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა" ფარგლებში დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და განისაზღვრა მათი ინფრასტრუქტურული საჭიროებები. რის შემდეგაც, მათთვის სარემონტო მასალებების მიწოდება დაიწყო. აღნიშნული ინფრასტრუქტურული საჭიროებები მოიცავდა: საერთო სარგებლობის სააბაზანოს და საპირფარეშოს რეაბილიტაცია; სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება, საერთო სარგებლობის კორიდორის რეაბილიტაცია,ეზოს შემოღობვა,საკანალიზაციო ქსელის მოწყობა,სახურავის რეაბილიტაცია და სხვა. დეტალური საჭიროებების ჩამონათვალი იმერეთის რეგიონში არსებული კოლექტიური ცენტრებისათვის შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტად.