28 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში (ბოტანილური ბაღის მიმდებარე ტერიტორია) დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანია საარსებო წყაროების გაძლიერების ხელშეწყობა. ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), ASB საქართველო (ASB Georgia). ღონისძიება ტარდება პროექტის „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სამეგრელოს რეგიონში მოქმედი 17 კომპანია / ორგანიზაცია და, ასევე, სამუშაოს მაძიებელი 70 პირი. სამუშაოს მაძიებლები პოტენციურ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან / კომპანიებთან გაივლიან გასაუბრებას და ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სასურველი სამუშაო.