ზუგდიდის საარსებო წყროების განვითარების ცენტრის (LDC) ჯგუფი ზუგდიდში ბენეფიციარებს ეწვია. მოხდა მათი საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება და შემდგომში მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.
მონიტორინგის ფარგლებში LDC-ს ჯგუფი ესტუმრა ეკატერინე ფარულავას, რომელმაც წარმოგვიდგინა თავისი პროდუქციის ახალი ხაზის წარმოების პროცესი. როგორც ჩვენი წარმატების ისტორიებიდან უკვე იცით, ეკატერინე ფარულავა აწარმოებს ცუკატებს ბოსტნეულისაგან.
ასევე, მონიტორინგის ფარგლებში ვეწვიეთ მაია მიქავას საოჯახო სასტუმრო White Hotel-ში. განვიხილეთ და დავათვალიერეთ უკვე წარმოებული სამუშაოების სარგებლიანობა და ვისაუბრეთ მის სამომავლო გეგმბეზე. როგორც ჩვენთან საუბრისას ახსენა, ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე რთულ გამოწვევას გარე ფასადისა და ვერანდის მოპირკეთება წარმოადგენს და LDC-ს თხოვნით მიმართა შუამავლობა გაუწიოს მომავალ საგრანტო პროექტებში.