ზუგდიდის საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) მებოსტნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელიც მოიცავდა თეორიულ ნაწილს და, ასევე, საველე გასვლებს და კონსულტაციებს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ თემებზე - სასათბურე კულტურების დაზიანის ფიზიოლოგიური ნიშნები, ბოსტნეული კულტურების ჩითილების გამოყვანა, სათბურებსა და ღია გრუნტზე ბოსტნეულის მოყვანა, სალათების და მწვანილოვანი კულტურების წარმოება და სხვა.
პროექტი - დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერებაგანმახორციელებელი - ASB საქართველო (ASB Georgia), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) დონორი - აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო (BPRM).