ზუგდიდის საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) გრაფიკული დიზაინის შემსწავლელი ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდა. მონაწილეებმა შეისწავლეს დიზაინის საფუძვლები, გაეცვნენ ძირითად ხელსაწყოებს, ადგილზე შექმნეს წარმატებული მაგალითები, რაც მათ მომავალში მისცემს შესაძლებლობას დამოუკიდებლად შექმნან სხვადასხვა სახის ბეჭდური მასალები.პროექტი - დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება განმახორციელებელი - ASB საქართველო (ASB Georgia), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) დონორი - აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო (BPRM).