ნფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის მიერ გატარებული ყველა მსგავსი სახის ღონისძიების საბოლოო მიზანი ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებაა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. პროექტი ხელს უწყობს დამწყებს ბიზნესმენებს, რომელთა ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად მსგავსი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, რაც საბოლოოდ საზოგადოებრივ წინსვლას განაპირობებს. ინოვაციური პროდუქტის სრულყოფა მნიშვნელოვანია ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის. პროგრამის არსებობა უნიკალური შანსია სრულიად ნულიდან განახორციელოს ინოვატორმა თავისი იდეა და შექმნას პროდუქტი, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე.
21 მარტიდან 11 აპრილამდე, გაგვიზიარეთ თქვენი იდეები, მიიღეთ დაფინანსება და შექმენით ან განავითარეთ ბიზნესი!