იმღები: სულ მცირე ერთ წლიანი რეგისტრაციის მქონე მეწარმე სუბიექტი, 30 მილიონამდე წლიური ბრუნვით, აგრეთვე კონსორიუმები სადაც წამყვანი აპლიკანტი მეწარმე სუბიექტიაკონკურსის გამოცხადების სიხშირე: მუდმივად ღია, შედეგების გამოცხადება მოხდება კვარტალში ერთხელმოთხოვნილი გრანტის ოდენობა: მინიმუმ 150,000 ლარი. მაქსიმუმ 650,000 ლარი პროექტზე. მთლიანი პროგრამის განმავლობაში, აპლიკანტი/თანააპლიკანტი ვერ მიიღებს 650,000 ლარზე მეტს.თანადაფინანსება: პროექტის ბიუჯეტის სულ მცირე 50%.პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვემდეთანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის მიზანია მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესის ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან და რომლის სათავო ოფისი მოახდენს ოპერირებას საქართველოდან.საკვალიფიკაციო კრიტერიუმები განმცხადებლისთვის:საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი რომლის 51% კერძო საკუთრებაშიამეწარმე სუბიექტის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 მილიონ ლარსკომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსში განაცხადის წარდგენამდე სულ მცირე ერთი წლით ადრესანიის წილის 50% ს ან მეტს არ უნდა ფლობდეს სხვა კომპანიასაკვალიფიკაციო კრიტერიუმები თანააპლიკანტ (ებ) ისთვისსაქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი რომლის 51% კერძო საკუთრებაშია, ან / დაავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (საჯარო ან კერძო), ან / დამეცნიერებათა აკადემიები ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები