საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. ასოციაციის მუშაობა გამოირჩევა იმით, რომ მასში გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდს, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება და ერთად მონახონ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზები. თითოეულ ჯგუფს ჰყავს ლიდერი ფერმერი და დამატებით ემსახურება კვალიფიციური აგრონომი, რომელიც ყოველთვიურად რეკომენდაციებს აძლევს ფერმერებს და აკვირდება მათ თხილის ბაღებში მიმდინარე ცვლილებებს. ასოციაციის წევრები აგრეთვე სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისების მისაღებად, მათ შორის: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა და სხვ. ამავე დროს, მათთვის ხელმისაწვდომია აგროკრედიტები სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად და სხვ. სერვისები.