თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის მიზანია მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესის ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან და რომლის სათავო ოფისი მოახდენს ოპერირებას საქართველოდან.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.
პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა.
პროგრამაში რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:
USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში", რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეიშენალი", აცხადებს საგრანტო კონკურსს ხილისა და ბოსტნეულის მცირე მოცულობის სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში.
ფიზიკურ პირებს, ვისაც აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, როგორც ფიზიკურ პირს, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, თუ მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს.